14:37:22     20-06-2017
მუსონური პერიოდი ბანგლადეშში - დაღუპულია 22 ადამიანი
![a67968.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67968.jpg)
ბანგლადეშის ბუნებრივი კატასტროფების შედეგების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ რეაზა აჰმედის განცხადებით, ქვეყანას ორშაბათს რამდენიმე ქარიშხალი დაატყდა თავს და ასევე რამდენჯერმე ჩამოვარდა მეხი, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილთა შორისაა ოჯახი, რომლის სამი წევრიც მეხის ჩამოვარდნას ემსხვერპლა.
ბანგლადეში ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, როგორებიცაა მაგალითად წვიმა და მეწყერი, გასულ კვირას 158 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 500 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
მუსონური პერიოდი ქვეყანაში ივნისში იწყება და სექტემბრის ჩათვლით გრძელდება, რაც ხშირად მსხვერპლით სრულდება.
0