12:56:50     20-06-2017
BBC: ევროპული სასამართლო რუსეთში გეების პროპაგანდის შესახებ კანონის მიღებას გმობს
![a67959.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67959.jpg)
ევროპული სასამართლო რუსეთის ხელისუფლების მიერ ე.წ. გეების პროპაგანდის შესახებ კანონის მიღებას გმობს. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
ევროპული სასამართლოს მოსამართლეების განცხადებით, ამ კანონით რუსეთი ქვეყანაში ჰომოფობიის გაღვივებას უწყობს ხელს.
შეგახსენებთ საქმე ეხება 2013 წელს რუსეთში შემოღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე მოზარდებში ჰომოსექსუალობის "პროპაგანდა" იკრძალება.
0