12:28:20     20-06-2017
აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან
დღეს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ადასტურებს. მათივე ინფორმაციით, პოროშენკოსთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკლ პენსი წარმართავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი, როგორც უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა თეთრ სახლში უფრო ადრე გაიმართება, ვიდრე პუტინთან შეხვედრა“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება.
აშშ-ის პრეზიდენთან შეხვედრის გარდა, პოროშენკოს დაგეგმილი აქვს აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან ჯეიმსონ მეტისონთან შეხვედრაც.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ილაპარაკებენ და განიხილავენ ოფიციალურ მოსკოვზე ზეწოლის გზებს.
0