ბრიტანეთის საბანკო კომპანია Barclays-ს თაღლითობაში ადანაშაულებენ ბრიტანეთის საბანკო კომპანია Barclays-ს თაღლითობაში ადანაშაულებენ />


  11:50:41     20-06-2017

ბრიტანეთის საბანკო კომპანია Barclays-ს თაღლითობაში ადანაშაულებენ

a67947.jpg

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის საბანკო და საფინანსო სერვისების კომპანია Barclays-ის ყოფილ ხელმძღვანელებს ბრალი ედებათ თაღლითობასა და უკანონო ფინანსური დახმარების ხელშეწყობაში.

SFO-ის საგამოძიებო დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ პირებს ბრალი  2008 წელს ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული დაფინანსების საქმის გამოძიების ფარგლებში წაუყენეს. კომპანიას   ყატარიდან 7 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა ჩაერიცხა.

მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ვარლი ერთ-ერთია, ვინც 3 ივლისს უესტმინსტერის სასამართლოს წინაშე წარსდგება. ვარლი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ბანკერი იყო. როგორც BBC-ი იუწყება ვარლისა და როჯერ ჯენკინსს სამი ბრალდება წაუყენეს.

Barclays-ში აცხადებენ, რომ კომპანია აღნიშნულ საკითხთან დაკვაშირებით, დამატებით ინფორმაციას ელოდება რის შემდეგაც, საზოგადოებას თავის პოზიციას გააცნობს. 0

ავტორი: