11:18:52     20-06-2017
დონორი ქვეყნები სამხრეთ სუდანის ლტოლვილთა დახმარებაზე ვალდებულებას არ იღებენ
![a67946.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67946.jpg)
Amnesty International- ის ცნობით, 900,000-ზე მეტი ლტოლვილი სამხრეთ სუდანში სასტიკი კონფლიქტის გამო გაქცევას ცდილობს. მათზე პასუხისმგებლობას არცერთი ქვეყანა არ იღებს. დონორი ქვეყნები არ იცავენ ათასობით ლტოლვილის სიცოცხლეს, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ვალდებულებად ითვლება.
„დონორებმა, მათ შორის აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, კანადამ, ჩინეთმა და იაპონიამ, უნდა გააძლიერონ მხარდაჭერა უგანდაში, უზრუნველყონ დროული დაფინანსება ლტოლვილთა უშუალო და გრძელვადიანი საჭიროებების გათვალისწინებით. ლტოლვილები არ უნდა გახდეს საერთაშორისო თანამშრომლობის კოლექტიური და სამარცხვინო მარცხის მსხვერპლი“-აცხადებს Amnesty international-ის დირექტორი, მუთონ ვანიკეი.
Amnesty International- ის მკვლევარებმა მოინახულეს ჩრდილოეთ უგანდაში ოთხი ოლქის ლტოლვილთა დასახლება. ლტოლვილთა და დახმარების სააგენტოებმა ისაუბრეს საკვების, წყლის, თავშესაფრის და სხვა საბაზისო მომსახურების არ არსებობის შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა, როგორიცაა უპატრონო ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ხანდაზმული ადამიანები, ფაქტობრივად არ არსებობს.
სამხრეთ სუდანში ხშირია წამების, მკვლელობის და გაუპატიურების ფაქტები.
სამხრეთ სუდანის კონფლიქტი 2013 წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალვა კიირმა, მაშინდელი მოადგილე რიკ მაჩარი გადატრიალებაში დაადანაშაულა. შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სამხრეთ სუდანში ათასობით ადამიანი დაიღუპა, 1.8 მილიონი კი იმ დროიდან დღემდე დევნილად ითვლება.
კონფლიქტი დამანგრეველ გავლენას ჰპოვებს სამოქალაქო პირებზე, მათ შორის შიმშილზე, ეთნიკურ ძალადობაზე და პოტენციურ გენოციდზე.
0