შესაძლოა Google-ს კონკურენტების უფლებების შევიწროების გამო  ჯარიმა დაეკისროს შესაძლოა Google-ს კონკურენტების უფლებების შევიწროების გამო ჯარიმა დაეკისროს />


  18:06:34     19-06-2017

შესაძლოა Google-ს კონკურენტების უფლებების შევიწროების გამო ჯარიმა დაეკისროს

a67930.jpg

გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Google ევროკომისიამ გააფრთხილა, იმ შემთხვევაში, თუ მას კონკურენტების უფლებების შევიწროებაში ბრალდებულად აღიარებენ, მას ემუქრება არამარტო რეგულატორის ჯარიმა, არამედ კომპენსაციის გადახდა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც დაზარალებულად ცნობენ.

თუ კი  Google ბრალდებულად აღიარეს, მას თითოეულ მსგავს საქმეზე წლიური შემოსავლის 10%-იანი ჯარიმა ელის. 

აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლების განმავლობაში ევროკომისიამ Google-ს რამდენიმე პრეტენზია წაუყენა.  2017 წლის მაისში კონკურენციის საკითხებში ევროკომისიის მთავარმა ეკონომისტმა ტომაზო ვალეტიმ აღნიშნა, რომ კომისია უახლოეს თვეებში Google-თან დაკავშირებულ ანტიმონოპოლიურ საქმეებს დაასრულებს.

„მნიშვნელოვან ჯარიმასთან შედარებით, Google-სთვის სხვა უფრო მტკივნეული შედეგები შეიძლება დადგეს, რომლებიც ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკავშირდება, მათ შორის, ტექნოლოგიური გიგანტის ცვლილებები არა მხოლოდ მის საძიებო სერვისთან დაკავშირებული საქმიანი პრაქტიკების, არამედ სხვა მომსახურების კუთხით. ევროკავშირის გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ცალკეულმა კომპანიებმა ეროვნულ სასამართლოებში ზიანისთვის კომპენსაცია მოითხოვონ“, -ამ ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი The Wall Street Journal-ი.

0

ავტორი: