გარგარისა და ფორთოხლის პუდინგი გარგარისა და ფორთოხლის პუდინგი />


  10:29:02     02-05-2011

გარგარისა და ფორთოხლის პუდინგი

a5488.jpg

მასალა: სოუსისთვის: 90 მლ. გარგარის ჯემი, 1 ცალი ფორთოხლის კანი და წვენი. ბისკვიტისთვის: 225 გრამი კარაქი, 4 ათქვეფილი კვერცხი, 400 გრამი შესქელებული რძე, 50 გრამი დაფქული ნუში, 1 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი, 1 ფორთოხლის კანი და წვენი, 225 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა.

 

ქურა გავახუროთ 200 ცელსიუს გრადუსამდე. ქურისათვის განკუთვნილ ოვალურ, კერამიკულ ფორმას წავუსვათ კარაქი. გარგარის ჯემი ავურიოთ ფორთოხლის კანს და წვენს და მოვათავსოთ ფორმაში. მიქსერით ავთქვიფოთ ბისკვიტისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი და ცომი მოვათავსოთ ფორმაში. ფორმა ჩავდგათ უფრო დიდი ზომის, ნახევრად ადუღებული წყლით გავსებულ ფორმაში და ვაცხოთ 1 საათი. სუფრაზე მივიტანოთ თბილ, ნადუღ კრემთან ერთად.

0

ავტორი: