16:07:16     19-06-2017
ლონდონის ხანძრის შედეგად 79 ადამიანი დაღუპულად თვლება
ლონდონში, მაღალსართულიან შენობაში მომხდარი ხანრძის შედეგად, სულ მცირე 79 ადამიანი დაღუპულად ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას აგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
ამ რიცხვში მოიაზრებიან ის ადამიანები, რომელთა ცხედრებიც უკვე ნაპოვნია, ასვევე იმათი, ვინც ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. პოლიციამ დაკარგულთაგან 5 ადამიანის ცხედარი იპოვა.
კენსინგტონის უბანში მდებარე 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 14 ივნისს გაჩნდა. ხანძრის რეალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება.
0