14:51:22     19-06-2017
Brexit-ის პროცედურები ოფიციალურად იწყება
![a67914.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67914.jpg)
BBC-ის ინფორმაციით, Brexit-ის მდივანმა დევიდ დევისმა განაცხადა, რომ ის იწყებს მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ორგანიზაციიდან ბრიტანეთის გამოსვლის პროცედურასთან დაკავშირებით.
მან განაცხადა, რომ მზად არის ევროკავშირთან ძლიერი და განსაკუთრებული პარტნიორობის შესაქმნელად.
„ჩვენ დავიწყებთ ამ მოლაპარაკებას პოზიტიურ და კონსტრუქციულ ტონში, რათა განვსაზღვროთ ჩვენი, ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და მეგობრების შორის ძლიერი და განსაკუთრებული პარტნიორობის შექმნა მომავალში", - განაცხადა Brexit-ის მდივანმა.
გუნდი, რომელიც მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, დიდი ბრიტანეთიდან ბრიუსელში უკვე გაემგზავრა. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი პირობებზე 2019 წლის მარტამდე უნდა შეთანხმდნენ.
0