14:13:42     19-06-2017
პორტუგალიაში ხანძარს 62 ადამიანი ემსხვერპლა
![a67911.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67911.jpg)
პორტუგალიაში ტყის მასივს ცეცხლი მოედო, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. მათ შორის, ოთხი მცირეწლოვანია. დაშავებულია 6 მეხანძრეც.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანტონიო კოსტას განცხადებით, ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომელიც ტყის ხანძარმა გამოიწვია.
ხანძრის გაჩენის მიზეზად ერთ-ერთ ხეზე მეხის დაცემას განიხილავენ. ცეცხლის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურაც უწყობდა ხელს, რომელიც 40 გრადუსს აჭარბებს.
პორტუგალიის მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში სამი დღე გლოვაა გამოცხადებული.
0