გიორგი გიორგანაშვილის(„ბახალას“) საქმის არსებითი განხილვა 14 ივლისს გაგრძელდება გიორგი გიორგანაშვილის(„ბახალას“) საქმის არსებითი განხილვა 14 ივლისს გაგრძელდება />


  13:42:03     19-06-2017

გიორგი გიორგანაშვილის(„ბახალას“) საქმის არსებითი განხილვა 14 ივლისს გაგრძელდება

a67907.jpg

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის(„ბახალას“) საქმის არსებითი განხილვა 14 ივლისს გაგრძელდება.  დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. ჩვენება ორმა პოლიციელმა მისცა, მათ შორის იმ სამართალდამცველმაც, რომელმაც გიორგი გიორგანაშვილის ჩხრეკისას ნარკოტიკი ამოიღო.

დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა ექსპერტმაც, რომელმაც ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკს სამედიცინო კვლევა ჩაუტარა.

სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ დაკავებული მსახიობის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები. მათი განცხადებით, გიორგი გიორგანაშვილი არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია.

დღეს საქმეში ჩაერთო ახალი ადვოკატი გიორგი მახარაძე.

შეგახსენებთ, გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა - შენახვას ედავება. თავად მსახიობი ბრალს არ აღიარებს და საპროცესო გარიგებაზე უარს აცხადებს. დაცვის მხარე ამბობს, რომ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკები დაკავებისას ჩაუდეს. 0

ავტორი: