ლონდონში მიკროავტობუსის მძღოლმა დაკავების დროს პოლიციელებს კოცნა გაუგზავნა ლონდონში მიკროავტობუსის მძღოლმა დაკავების დროს პოლიციელებს კოცნა გაუგზავნა />


  13:23:03     19-06-2017

ლონდონში მიკროავტობუსის მძღოლმა დაკავების დროს პოლიციელებს კოცნა გაუგზავნა

a67904.jpg

ლონდონში  მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელიც ფინსბერი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეჩეთიდან გამოსულ ადამიანებს დაეჯახა, დაკავების დროს, პოლიციელებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. 

შეგახსენებთ, მომხდარის შედეგად, 48 წლის მამაკაცი დაიღუპა, 10 ადამიანი კი დაშავდა. 

ლონდონის პოლიცია მეჩეთთან ახლოს მომხდარ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს. აღნიშნულის შესახებ ლონდონის პოლიციის კონტრტერორიზმის დანაყოფის კოორდინატორმა ნეილ ბასუმ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ხშირად იმეორებდა ფრაზას - „ყველა მუსლიმი უნდა მოვკლა და ეს მე უკვე დავიწყე“. მას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა უტარდება.   

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ბრიტანეთში ეს უკვე მეოთხე ტერორისტული თავდასხმაა. სამართალდამცავები ამ ფაქტს  „სერიოზულ ინციდენტად“ აფასებენ. 0

ავტორი: