13:17:09     19-06-2017
„ეს იყო თავდასხმა ყველა ლონდონელზე“
![a67903.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67903.jpg)
ლონდონში მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც მეჩეთის გარეთ შეკრებილებს მიკროავტობუსი დაეჯახა, ლონდონის მერი სადიკ ხანი „საზარელ ტერორისტულ თავდასხმას“ უწოდებს.
ამავე შინაარსის განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. მისი თქმით, ეს „პოტენციური ტერორისტული თავდასხმაა“.
„ეს იყო თავდასხმა ყველა ლონდონელზე, ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ ექსტრემისტების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ტერორიზმის ეროვნულმა კოორდინატორმა ნილ ბასუსმა.
ზოგიერთი მოწმე აცხადებს, რომ სულ სამი თავდამსხმელი იყო.
ინციდენტი ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე ფინსბერის პარკში მოხდა.
0