აშშ-ის კოალიციურმა ძალებმა, სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს აშშ-ის კოალიციურმა ძალებმა, სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს />


  11:17:25     19-06-2017

აშშ-ის კოალიციურმა ძალებმა, სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

a67890.jpg

აშშ-ის  ხელმძღვანელობით  საერთაშორისო კოალიციის ძალებმა რაქას პროვინციაში, სირიის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. როგორც  სირიის ხელისუფლება აცხადებს,  თვითმფრინავი  „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლო დავალებას ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ სირიის კონფლიქტში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  აშშ-ს კოალიციამ სირიის თვითმფრინავი ჩამოაგდო.

დამასკოს ოფიციალურ  განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში შესაძლოა, სახიფათო შედეგები მოჰყვეს. 
პენტაგონი აცხადებს, რომ „კოალიციისა და პარტნიორი ძალების მიმართ პრო-რეჟიმის ძალების დემონსტრირება მტრულ განზრახვაა და ამგვარ ქმედებებს არ მოვითმენთ“.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ სირიის სამხედრო თვითმფრინავი, მეამბოხეების შენაერთების სიახლოვეს ბომბებს ყრიდა, რის შემდეგაც თავდაცვის მიზნით, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა, ის ჩამოაგდო. 0

ავტორი: