საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მაკრონის პარტიამ მოიპოვა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მაკრონის პარტიამ მოიპოვა />


  10:50:12     19-06-2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მაკრონის პარტიამ მოიპოვა

a67886.jpg

BBC-ი ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ   საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში, ემანუელ მაკრონის პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად საფრანგეთის 15-ე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა უკვე ცნობილია.

მარკონის პარტიამ "წინ რესპუბლიკა" ხმათა 43,06% მიიღო, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 22,23%, მარინ ლე პენის "ნაციონალურმა ფრონტმა" კი მხოლოდ 8 ადგილის მოპოვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. რეკორდულად დაბალი აღმოჩნდა მოქალაქეთა აქტივობა, რომელმაც 48,71% შეადგინა.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 11 ივნისს გაიმართა, 577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში ადგილის მოსაპოვებლად სულ 7882 კანდიდატი იბრძოდა. 0

ავტორი: