თურქეთში, პოლონეთსა და  საბერძნეთში ქართველების კრიმინალური დაჯგუფებები დააკავეს თურქეთში, პოლონეთსა და საბერძნეთში ქართველების კრიმინალური დაჯგუფებები დააკავეს />


  16:41:59     17-06-2017

თურქეთში, პოლონეთსა და საბერძნეთში ქართველების კრიმინალური დაჯგუფებები დააკავეს

a67872.jpg

ქართველების კრიმინალური დაჯგუფებები სამ სხვადასხვა ქვეყანაში დააკავეს.

თურქეთში დაკავებულია 5 ქართველი ქურდობის ბრალდებით.

ისინი მანქანების მოპარვისა და სახლების ძარცვის ბრალდებით აიყვანეს. 5 ქართველის დაკავების შესახებ ინფორმაციას თურქული მედიასაშუალებები ავრცელებენ. მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა სახლებში დაყენებული სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოახდინეს მათი იდენტიფიცირება. დაკავებულები ამჟამად ანტალიის პოლიციაში არიან გადაყვანილი.

ასევე, საბერძნეთში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფის 8 წევრი დააკავეს, რომლებიც მაღაზიებსა და ბინებს ძარცვავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის სამართალდამცავი სტრუქტურები ავრცელებენ.

ჯგუფის წევრები შეაიარაღებულნი იყვნენ. ათენის პროკურატურის ცნობით, დაკავებულებს შეიარაღებული ძარცვა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკების შენახვა ედებათ ბრალად.

ქართველები დააკავეს პოლონეთშიც. ქალაქ ოპოლეს პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი აიყვანა. პოლონური მედიის ინფორმაციით, 21-დან 44 წლამდე ასაკის სამი მამაკაცი ეჭვმიტანილია ქურდობის 16 შემთხვევაზე.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ბინიდან ამოღებულია ძვირფასი ნივთები, კომპიუტერული ტექნიკა, საათები - ჯამში მოპარული ნივთების რაოდენობა 50 ათას პოლონურ ზლოტს აღწევს. აღნიშნული ნივთები მფლობელებს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებათ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პოლიციამ დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 0

ავტორი: