აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, დემოკრატები სასამართლოში უჩივიან აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, დემოკრატები სასამართლოში უჩივიან />


  13:53:35     16-06-2017

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, დემოკრატები სასამართლოში უჩივიან

a67851.jpg

დემოკრატი კანონმდებლები, დონალდ ტრამპს სასამართლოში იმის გამო უჩივიან, რომ მან დაარღვია კონსტიტუციის მუხლი, რომელიც საჯარო მოხელეს უცხო ქვეყნებიდან კონგრესის წინასწარი თანხმობის გარეშე შემოსავლის მიღებას უკრძალავს. მას ვაშინგტონის და მერილენდის შტატების გენერალური პროკურორებიც უჩივიან.

ტრამპმა გაპრეზიდენტების შემდეგ ბიზნესის მართვა თავის ორ ვაჟიშვილს დონალდ უმცროსსა და ერიკ ტრამპებს გადასცა, თუმცა კომპანიის მფლობელობა შეინარჩუნა.

მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტი, ფლობდა რამდენიმე სასტუმროსა და სხვა უძრავ ქონებას მსოფლიოს გარშემო.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე საჩივარია მის წინააღმდეგ, მას პოლიტიკური და ეთნიკური ჯგუფები, რესტორნებისა და სასტუმროების მფლობელ კომპანიებთან ერთად იმაში სდებენ ბრალს, რომ პრეზიდენტი თავის სტატუსს გასამდიდრებლად იყენებს.

პრეზიდენტზე ასევე, დაწყებულია გამოძიება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე. მას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში  ადანაშაულებენ 0

ავტორი: