ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი შესაძლოა ლიკვიდირებულია ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი შესაძლოა ლიკვიდირებულია />


  12:32:20     16-06-2017

ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი შესაძლოა ლიკვიდირებულია

a67840.jpg

შესაძლოა, ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა.

ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი შესაძლოა, რაქაში განხორციელებული ავიაიერიშის დროს გარდაიცვალა. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ამ დრომდე არც პენტაგონი და არც რუსეთის თავდაცვის უწყება არ ადასტურებს.

მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს. ერთის მიხედვით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშს ემსხვერპლა, მეორე ვარაუდით კი, ის რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა.

ავიაიერიში 2014 წელს განხორციელდა, ასობით ადამიანი, რომლებმაც გაქცევა ვერ შეძლეს, დაიღუპა. ქალები და ბავშვები ომის საბრძოლო იარაღად გამოიყენეს.

მაშინ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი აბოტმა შეაჯამა საშინელებათა განსაცვიფრებელი სიახლე. მან თქვა, რომ „ჩადენილია შუასაუკუნეების ბარბაროსობა, რომელიც გავრცელდა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით“.
0

ავტორი: