12:07:22     16-06-2017
ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
![a67836.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67836.jpg)
ქაბულში შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის შედგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა 10 კი დაშავდა, პასუხისმგებლობა „ისლამურა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტი მეჩეთში შეჭრას ცდილობდა, თუმცა სალოცავ დარბაზამდე ვერ მივიდა, რის გამოც თავი სამზარეულოში აიფეთქა. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქების შემდეგ ისმოდა სროლის ხმაც.
დაღუპულთა შორის ავღანეთში ცნობილი ბიზნესმენი რამაზან ჰუსეინია.
0