ერდოღანი აშშ-ის მიერ მისი დაცვის წევრების დაკავებას ეხმიანება ერდოღანი აშშ-ის მიერ მისი დაცვის წევრების დაკავებას ეხმიანება />


  11:28:47     16-06-2017

ერდოღანი აშშ-ის მიერ მისი დაცვის წევრების დაკავებას ეხმიანება

a67833.jpg

16 მაისს ვაშინგტონში,  ერდოღანის დაცვის წევრებსა და აქციის წვრებს  შორის მომხდარი ჩხუბის დროს  ვაშინგტონის პოლიციამ თურქეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ორი წევრი დააკავა.

შეტაკების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შშ-ს მისი დაცვის წევრების დაკავების ორდერის გაცემის გამო მიმართა,- „მე ვიყავი აშშ-ში, ქურთისტანის მუშათა პარტიის და ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერები 40-50 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც მე ვიმყოფებოდი აქციას მართავდნენ. ამერიკულმა პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა. მსგავსი რამ თურქეთში რომ მომხდარიყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა?“-განაცხადა ერდოღანმა.  

მისივე თქმით, ანკარა ამ ფაქტს პოლიტიკური და სამართლებრივი მეთოდებით შეებრძოლება.

ვაშინგტონის პოლიციის განაცხადებით, მათ დაპატიმრების ორდერები გასცეს  ერდოღანის დაცვის წევრებზე, რომლებიც აშშ-ის დედაქალაქში დემონსტრანტებთან შეტაკებებში მონაწილეობდნენ და მოუწოდა მათ ჩავიდნენ აშშ-ში და პასუხი აგონ კანონის წინაშე. 0

ავტორი: