საბაჟო წესების დარღვევით ოქროს გადმოტანისას ორი პირი დააკავეს საბაჟო წესების დარღვევით ოქროს გადმოტანისას ორი პირი დააკავეს />


  11:24:18     16-06-2017

საბაჟო წესების დარღვევით ოქროს გადმოტანისას ორი პირი დააკავეს

a67832.jpg

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, მათ საბაჟო - გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“- ს გავლით, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანეს დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 394 გრამის, ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 676 336.63 ლარი შეადგინა.
0

ავტორი: