11:03:42     16-06-2017
„საწაულია, მუჰამედი სირიის ომს გადაურჩა, მაგრამ ლონდონში გარდაიცვალა“
![a67831.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67831.jpg)
ლონდონის ხანძრის პირველი მსხვერპლი, 23 წლის სირიელი ლტოლვილი მუჰამედ ალჰაჯალია, ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის პოლიცია ავრცელებს.
მუჰამედი ლონდონის უნივერსიტეტში ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ხანძრის დროს მანდ დროულად ვერ დააღწია თავი შემთხვევის ადგილს. გარდაცვლილის ძმამ ჟურნალისტებს უთხრა,-„სასწაულია, მუჰამედი სირიის ომს გადაურჩა, მაგრამ ლონდონში ხანძრის გამო გარდაიცვალა. ბრიტანეთმა ვერ უზრუნველყო მისი უსაფრთხოება“.
ლონდონში, 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან რამდენიმე ათეული ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამ ეტაპზე საავადმყოფოებში 70 ადამიანი მკურნალობს. მომხდარის გამო გამოძიება მიმდინარეობს.
0