18:15:55     15-06-2017
ტერეზა მეიმ ლონდონში მომხდარი ხანძრის გამოძიების ბრძანება გასცა
![a67817.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67817.jpg)
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლონდონში მომხდარი ხანძრის გამოძიების ბრძანება გასცა.
„ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, რომ ეს საზარელი ტრაგედია სათანადოდ იყოს გამოძიებული. ხალხი ამას იმსახურებს!“ - განაცხადა მან.
ტერეზა მეიმ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და განაცხადა, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა აცნობეს, რომ ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდა, რაც მოულოდნელი იყო.
ბოლო მონაცემებით ლონდონში გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, პოლიცია კი ამ რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას არ გამორიცხავს, რადგან რამდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
0