15:41:59     15-06-2017
"დამიჭირეს იმიტომ, რომ ძალიან ვგავდი რეალურ დამნაშავეს"
1999 წელს ჯონსი ქურდობის ბრალდებით დაიჭირეს და ცხრამეტი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი გვაწვდის. როგორც საბოლოოდ გაირკვა ის უბრალოდ ძალიან ჰგავდა რეალურ დამნაშავეს, ჯონსი იხსენებს- „როდესაც სამართალდამცავებმა დამნაშავის ფოტო მაჩვენეს, ძალიან უცნაური გრძნობა დამეუფლა. ის მართლა ძალიან მგავდა".
როცა ჯონსი დაიჭირეს დანაშაულს არ აღიარებდა, დახმარება უფლებადამცველებს სთხოვა, რომ ეს საქმე საფუძვლიანად გამოეძიებინათ, რადგან ვერაფრით ამტკიცებდა, რომ ის ქურდი არ იყო. სიმართლის გარკვევა სწორედ მათ შეძლეს, ამჟამად ჯონსი ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს.
უცნობია გადაუხდის თუ არა მას რაიმე სახის კომპენსაციას დაშვებული შეცდომის გამო სახელმწიფო.
0