15:08:26     15-06-2017
„თბილისის პროკურატურა გვეუბნება, რომ პოლიციელებს დანაშაული არ ჩაუდენიათ“
ქალაქის პროკურატურამ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილზე სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებში დადანაშაულებული პოლიციელების წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.
ელისო კილაძე აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არასწორია, რადგან მის შვილს სახალხო დამცველის წარმომადგენლების თვალწინ შეურაცხყოფდნენ.
„თბილისის პროკურატურა გვეუბნება, რომ პოლიციელებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა არა 2, არამედ 11 პოლიციელი, მათ შორის, რამაზ თარაშვილი, სამინისტროს მაღალჩინოსანი. გასაგებია, რომ პროკურატურა დაადგა უსამართლობისთვის ხელის დაფარების გზას“, - აღნიშნავს კილაძე.
საქალაქო სასამართლოში დავით ხარშილაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, გამოძიების კითხვებს სამი პოლიციელი უპასუხებს. ამასთანავე ხარშილაძეს წინასწარი პატიმრობა 18 ივნისს ეწურება და დაცვის მხარე შუამდგომლობას აყენებს, დაკავებულის აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი შეიცვალოს.
0