სომალიში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა სომალიში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა />


  14:24:15     15-06-2017

სომალიში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა

a67797.jpg

სომალის დედაქალაქ მოგადიშუს ცენტრში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა. დანაღმული მანქანა  რესტორანთან აფეთქდა, რის შემდეგაც რესტორანში სროლა დაიწყო. შემთხვევის დროს დაშავდა დაახლოებით 20 ადამიანი.

თავდამსხმელებმა დაწესებულებაში მყოფი პირები მძევლად აიყვანეს. სამართალდამცველებმა მათ გასათავისუფლებად სპეცოპერაცია დაიწყეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება ალ-შაბააბმა აიღო. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია სომალიში ცენტრალურ ხელისუფლებას ებრძვის, ისინი ტერორისტული ორგანიზაციის სიაში არიან.

0

ავტორი: