ლონდონში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 12-ს მიაღწია ლონდონში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 12-ს მიაღწია />


  10:38:34     15-06-2017

ლონდონში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 12-ს მიაღწია

a67772.jpg

ლონდონში სახანძრო  ეკიპაჟები მთელი ღამით  მუშაობდნენ, ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობის  შიგთავსი ჯერ კიდევ ჩანს, მეხანძრეები განათების მეშვეობით მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ ადამიანებს შენობის შიგნით.

პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მოსახლეობას საქმის სრულად გამოძიებას დაჰპირდა.

საავადმყოფოში 74 ადამიანი რჩება, რომელთაგან 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა და ამჟამად მათი რიცხვი 12-ს  შეადგენს.

ლონდონი ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს.  მოქალაქეებს ნოტინგ ჰილში მდებარე ერთ-ერთ ტაძართან, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები და სანთლები მიაქვთ. 

ბრიტანეთის პრემიერი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი საგანგებო სხდომის გამართვას გეგმავს. 

24 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს ცეცხლი 14 ივნისს გაუჩნდა. შენობაში დაახლოებით 200-მდე ოჯახი ცხოვრობდა. 0

ავტორი: