რაქაში საჰაერო თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება რაქაში საჰაერო თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება />


  17:06:56     14-06-2017

რაქაში საჰაერო თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება

a67756.jpg

BBC-ის ინფორმაციით, გაეროს ომის დანაშაულის გამომძიებლები აცხადებენ, რომ სირიის ქალაქ რაქაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ აშშ-ს კოალიციის საჰაერო თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის „სიცოცხლის დაკარგვას“ იწვევს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად ქალაქი 160 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმართვაში, სირიის კვლევის დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩრდილოეთით და ქვეყნის ცენტრში სწრაფი ტემპით მოხდა ტერიტორიის დაკარგვა. სულ მცირე  160 ათასმა ადამიანმა რაქაში სახლ-კარი დაკარგა.

ერთ კვირაზე მეტია, რაც დაეშის თვითგამოცხადებული დედაქალაქისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთმა მებრძოლებმა და სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ჯიჰადისტები განდევნეს. რაქასთვის ბრძოლის პარალელურად, შეერთებული შტატები თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ავიაიერიშს ახორციელებს.

ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის გაეროს ოფისმა განცხადება გააკეთა, რომ  რაქაში თავდასხმა გააქტიურდა და სიტუაცია საგრძნობლად დაიძაბა.

ადგილზე საჰაერო დარტყმები, დაბომბვა და შეტაკება მოხდა. მოკლეს  და დაჭრეს სამოქალაქო პირები დაზიანდა ძირითადი ინფრასტრუქტურა,  ასევე არსებობდა ინფორმაცია კვების, მედიცინისა და საწვავის  დეფიციტის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სირიის ჩრდილოეთით მდებარე, სიდიდით მეექვსე ქალაქი რაქა ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებულმა სახელმწიფომ 2014 წლის დასაწყისში დაიპყრო. ჯიჰადისტებმა რაქაში რელიგიური ნიშნით დახოცეს ხალხი. 0

ავტორი: