აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს />


  16:09:25     14-06-2017

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

a67753.jpg

აშშ რუსეთის წინააღმრდეგ სანქციებს ამკაცრებს, ამის მიზეზად კი ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.

რექს ტილერსონის განაცხადებით, ამერიკას და რუსეთს შორის ურთიერთობები  დაბალ დონეზეა.

“ჩვენი ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და კიდევ უფრო უარესდება. ჩვენი მიზანი ამის დასტაბილურებაა. ვმუშაობთ, რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით, რომ შეიქმნას საფუძველი, რუსეთის მთავრობასთან გარკვეული სამუშაო ურთიერთობებისთვის, რომელიც ჩვენს ინტერესებშია,” - განაცხადა რექს ტილერსონმა.

ჯერჯერობით არ არის საბოლოოდ დადასტურებული, როგორი იქნება რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე თეთრი სახლის პოზიცია და ხომ არ დაადებს პრეზიდენტი ტრამპი ვეტოს ამ ინიციატივას.

კანონპოექტით,  სანქციების შესახებ,  ამერიკულ კომპანიებს და კერძო პირებს აეკრძალებათ რუსული ბანკების დაკრედიტება 14 დღეზე მეტ ხანს. ამ დროისთვის ეს ვადა 90 დღეს შეადგენს.   კანონპროექტი  ადმინისტრაციას  ურთულებს ნებისმიერ მცდელობას, სანქციების მოხსნასტან დაკავშირებით. 0

ავტორი: