„ჩვენ ვუყურებდით და ვერაფრით ვეხმარებოდით მას“ „ჩვენ ვუყურებდით და ვერაფრით ვეხმარებოდით მას“ />


  15:47:58     14-06-2017

„ჩვენ ვუყურებდით და ვერაფრით ვეხმარებოდით მას“

a67748.jpg

დღეს საერთაშორისო  მასშტაბით მედიასაშუალებები ლონდონში მომხადარი მოვლენებით არის აჭრელებული, მთელი მსოფლიო რეაგირებს  და თანაუგრძნობს მათ.

განცხადება გაავრცელა ლონდონის მერმა სადიქ ხანმა, სადაც ნათქვამია, - „მე სრულად განადგურებული ვარ გაჩენილი ხანძრის გამო, „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეხანძრეებს და საგანგებო სიტუაციების სამსახურებს იმ წარმოუდგენელი მამაცობისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს, სავსებით რეალურია, რომ ჩნდება ბევრი კითხა მიზეზებთან დაკავშირებით, რომელსაც პასუხები აუცილებლად გაეცემა“.

ერთ-ერთი თვითმხილველი ხანძრის შესახებ დეტალებს უყვება მედიას, მისი თქმით,  მე დავინახე  თუ როგორ გადმოაგდეს ბავშვი მეხუთე სართულიდან, რა თქმა უნდა,  მშობელს გადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებდა, ჩვენ ამას ვუყურებდით და ვერაფრით ვეხმარებოდით მას“.
ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

0

ავტორი: