„შეიძლება კვლავ დამიბარონ. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან“ „შეიძლება კვლავ დამიბარონ. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან“ />


  15:04:15     14-06-2017

„შეიძლება კვლავ დამიბარონ. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან“

a67738.jpg

პროკურატურაში რეპერი მასტერის (გიორგი პავლიაშვილი) გამოკითხვა დასრულდა.

„მიმოწერა ვაჩვენე. ვიცოდი, რომ ეს დააინტერესებდათ და ამოვბეჭდე სპეციალურად. რაც შეეხება ჩემი სოციალური ქსელის ნახვას, ამაზე გამომძიებლებმა მითხრეს, რომ განჩინებაა საჭირო და შეიძლება კვლავ დამიბარონ. მე მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან", - განაცხადა გიორგი პავლიაშვილის.

ამ წუთებში პროკურატურაში Birja Mafia-ს კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებლის გიორგი გაგუას გამოკითხვა მიმდინარეობს. 
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ზე რეპერ მასტერისა (გიორგი პავლიაშვილი) და Birja Mafia-ს წევრ გიორგი ქებურიას შორის მიმოწერა გავრცელდა, რომელიც ვიდეოკლიპს შეეხება.

ჯგუფ Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება. ისინი 12 ივნისს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

0

ავტორი: