სასტუმრო ბანგურიანი -  შესანიშნავი ადგილი სვანეთის გულში სასტუმრო ბანგურიანი - შესანიშნავი ადგილი სვანეთის გულში />


  14:47:38     15-06-2017

სასტუმრო ბანგურიანი - შესანიშნავი ადგილი სვანეთის გულში

a67728.jpg

ზაფხულს მცხუნვარე დღეებში ყველა ცდილობს ქალაქის ქაოსს თავი დააღწიოს და დასასვენებლად სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავროს. მათთვის კი  ვინც დასვენებას მთის კურორტებზე ამჯობინებს, საუკეთესოა სვანეთი.

სვანეთი ულამაზესი მხარეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. საოცარია აქაური კოშკები, მუდამ თოვლიანი მწვერვალები და უძველესი სოფლები. სვანეთი არა მხოლოდ სილამაზით გამოირჩევა, იგი უძველესი კულტურის ცენტრიცაა.

[I=2]

აქ  ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. განახლდა ინფრასტრუქტურა და  საგრძნობლად იმატა ტურისტების რაოდენობამ. 

საქართველოს ეს მხარე გამოირჩევა იმითაც, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუვიწყარი დასვენება მოიწყოთ. მათთვის კი ვისაც თხილამურებით სრიალი იზიდავს, შეუძლია ეს სიამოვნება ზაფხულშიც არ მოიკლოს და მწვერვალ თეთნულდის კალთებზე ისრიალოს.

თუ ჯერ კიდევ არ  გაგიკეთებიათ არჩევანი, სვანეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სატუმრო „ბანგურიანზე“ მოგიყვებით.

სასტუმრო ბანგურიანი მდებარეობს მესტიის ცენტრში. იგი გარშემორტყმულია უძველესი კოშკებითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. ნომრებიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი, შუა საუკუნეების ქვით ნაშენები კოშკები და მთა „ბანგურიანი“, რომლის სახელსაც ატარებს სასტუმრო.

[I=6]

სასტუმრო „ბანურიანი“ არის გარანტი მაქსიმალური კომფორტისა და საუკეთესო დასვენებისა. მომხმარებელზე ორიენტირებულმა ჯგუფმა შეძლო დამსვენებლები მოეზიდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდანაც.

„ბანგურიანს“ აქვს მრავალი სერვისი, მათ შორისაა 24 საათიანი მიმღები, დაცვა, პარკინგი, ტვირთმზიდველი, უფასო ინტერნეტი, დალაგება-დასუფთავებითი მომსახურეობა, ტექნიკური სამსახური, ტრანსფერი სასტუმრომდე, შიდა ტურების უზრუნველყოფა, სამრეცხაო, სამოსის დაუთოვების სერვისი...

სასტუმროს რესტორანი გთავაზობთ არაჩვეულებრივ ქართულ და ევროპულ კერძებს, საუკეთესო ღვინოებს, რასაც თან ახლავს ულამაზესი ხედი რესტორნის ტერასიდან.

თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიგრძნოთ ქართული სტუმართმოყვარეობის ხიბლი და დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები.

ნათელი, მზიანი რესტორანი და არაჩვეულებრივი პერსონალი აუცილებლად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას.

გაემართეთ სვანეთის ულამაზეს რეგიონში და დატკბით მისი ულამაზესი ხედებით საკუთარი ნომრის ფანჯრებიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით. 

 

www.banguriani.com

facebook

 tel: 599 999 916; 596 11 26 26

0

ავტორი: