ამერიკელი სტუდენტი ჩრდილოეთ კორეის ციხიდან გაანთავისუფლეს ამერიკელი სტუდენტი ჩრდილოეთ კორეის ციხიდან გაანთავისუფლეს />


  11:19:54     14-06-2017

ამერიკელი სტუდენტი ჩრდილოეთ კორეის ციხიდან გაანთავისუფლეს

a67703.jpg

ამერიკელი სტუდენტი ოტო  უორმბიერი ჩრდილოეთ კორეაში ციხიდან გაათავისუფლეს. მას  სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის 15 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ამ პერიოდში მას შრომის  კოლონაში უნდა ემსახურა.

21 წლის ოტო უორმბიერი,  ვირჯინიის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, ის ჩრდილოეთ კორეაში ტურისტთა ჯგუფთან ერთად იყო ჩასული, როდესაც ერთ-ერთი სასტუმროდან პროპაგანდისტული პლაკატის მოპარვის მცდელობის გამო დააკავეს. დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ მან ემოციური განცხადება გააკეთა, სადაც დანაშაულს აღიარებდა.  მაისში მისმა მშობლებმა CNN-ს განუცხადეს, რომ მათ შვილს წელიწადზე მეტია ვეღარ ეკონტაქტებიან, მოგვიანებით გაირკვა, რომ ოტო უორმბიერი კომაში ყოფილა.

მისი გათავისუფლების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა  რექს ტილერსონმა  განაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ  ჩრდილოეთ კორეაში პატიმრობაში კიდევ სამი ამერიკელი მოქალაქე იმყოფება. 

დაპატიმრებები ჩრდილოეთ კორეასა და მის მეზობლებს შორის დაძაბულობის ზრდის. 0

ავტორი: