23:39:17     13-06-2017
დედა-შვილის საზარელი მკვლელობის დეტალები - "ჯერ ცემეს, მერე დახოცეს"
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს.
შს სამინისტროს კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ.
გარდაცვლილები დილით მეზობლებმა ნახეს.
ვიზუალური დათვალიერებით, ადგილზე მყოფები ვარაუდობენ, რომ დედა-შვილი ჯერ ცემეს, შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, ნოდარ კოპაძე ამბობს, მკვლელობა სასტიკი მეთოდებითაა ჩადენილი.
,,ეს ადამიანები უწესიერესი ადამიანები იყვნენ სოფელში. დედა დაახლოებით 62 წლისა იყო, გოგო - 30-წლამდე. ორი გოგო გათხოვილა სხვაგან. სახლში მარტო იყვნენ" - აცხადებს ნოდარ კოპაძე.
62-წლის ქალს მეუღლე არ ჰყავდა. ის ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, დაკარგულად ითვლება.
სოფელი ტახტისძირი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარებს და დვანის ტერიტორიულ ორგანოში შედის.
წყარო
0