რუს ჰაკერებს  ამერიკული ენერგოსისტემის კონტროლი შეუძლიათ რუს ჰაკერებს ამერიკული ენერგოსისტემის კონტროლი შეუძლიათ />


  15:25:17     13-06-2017

რუს ჰაკერებს ამერიკული ენერგოსისტემის კონტროლი შეუძლიათ

a67665.jpg

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა შექმნეს სპეციალური  პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია,  ამერიკული ქალაქების ენერგოსისტემაში ჩართული კომპიუტერების მუშაობის დარღვევა.

პროგრამის სახელწოდებაა CrashOverride, რომელსაც შეუძლია შეუმჩნევლად შეაღწიოს კომპიუტერულ სისტემებში და გათიშოს, ანუ მათ კომპიუტერული პროგრამების კონტროლი შეუძლიათ.

ამის შესახებ აშშ-ის შინაგან საქმეთა უსაფრთხოების დეპარტამენტი კომენტარს არ აკეთებს.

ენერგოსისტემის კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნშნული ვირუსი გამოყენებული  იყო , რუსების მიერ უკრაინის ენერგოსისტემაზე 2015 წელს მიტანილი იერიშის დროს, რომლის შედეგადაც 225 ათასი ადამიანი დენის გარეშე დარჩა. 

კვლევის შესახებ ანგარიში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მომუშავე Dragos- მა მოამზადა, ისინი მიიჩნევენ, რომ შემდეგი დარტყმა ამერიკულ ქალაქებზე განხორციელდება. რუსი ჰაკერები წლების განმავლობაში  დიდ ინტერესს იჩენენ ამერიკული ენერგოსისტემის მიმართ. 0

ავტორი: