პანამა ჩინეთის სასარგებლოდ ტაივანთან კავშირებს წყვეტს პანამა ჩინეთის სასარგებლოდ ტაივანთან კავშირებს წყვეტს />


  15:10:51     13-06-2017

პანამა ჩინეთის სასარგებლოდ ტაივანთან კავშირებს წყვეტს

a67659.jpg

BBC-ის ინფორმაციით, პანამამ ტაივანთან ხანგრძლივი დიპლომატიური კავშირები შეწყვიტა და ჩინეთთან ურთიერთობები დაამყარა, პეკინში ამან დიპლომატიური გადატრიალება გამოიწვია.

ტაივანმა "რისხვა და სინანული"  გამოხატა პანამის მიმართ. ახლა მხოლოდ 20 ქვეყანას აქვს  დიპლომატიური ურთიერთობა ტაივანთან.

ბოლო წლებში ჩინეთმა გაააქტიურა თავისი ეკონომიკური ინვესტიცია ცენტრალურ ამერიკულ ქვეყანაში - ეკონომიკურად სასიცოცხლო პანამის არხში.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პანამა ორ ქვეყანას შორის, მრავალწლიანი მეგობრობის იგნორირებაში დაადანაშაულა.

პანამის განცხადების შემდეგ, ჩინეთის სახელმწიფო მედიამ,   პეკინში ორ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც  გაფაორმდა ხელმოწერილი დოკუმენტი  დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.პანამის პრეზიდენტმა ხუან კარლოს ვარელამ, თავის სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, „მე დავრწმუნდი, რომ ეს არის სწორი გზა ჩვენი ქვეყნისთვის".

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ჩინეთის მთავრობა და მისი ხალხი ძალიან აფასებენ და მიესალმება პანამის ამ გადაწყვეტილებას“.

ალბათ ეს ყველაზე დიდი დარტყმაა, რაც ტაივანმა განიცადა, ბოლო წლების განმავლობაში. შესაძლოა, ჩინეთმა ინვესტიციები პანამაში ოფიციალური კავშირების გარეშე გააგრძელოს.

პეკინის ნაბიჯებს შეუძლია გააძლიეროს ტაივანის საწინააღმდეგო განწყობა, მაგრამ ის არ იკარგება ტაივანისთვის, როგორც მისი ეროვნული იდენტობის  მნიშვნელოვანი ნაწილი.

აღსანიშნავია, რომ პანამის არხი სასიცოცხლო გადაზიდვის მარშრუტია. ჩინეთი თავისი გლობალური ვაჭრობის ამბიციებს აფართოებს, სამხრეთ ამერიკისა და ამერიკის აღმოსავლეთი სანაპიროების ხელმისაწვდომობა პეკინისთვის მზარდი მნიშვნელობისაა. 0

ავტორი: