კიევური ბორშჩი კიევური ბორშჩი />


  10:49:36     30-04-2011

კიევური ბორშჩი

a5462.jpg

მასალა: 200-200 გრამი ძროხის და ცხვრის ხორცი, 400 გრამი ახალი კომბოსტო, 400 გრამი კარტოფილი, 250 გრამი ჭარხალი, 2 სუფრის კოვზი ლობიო, 100 გრამი ტომატ-პიურე, 2 ახალი პომიდორი, 2 ვაშლი, 100 გრამი არაჟანი, 2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, 20 გრამი ღორის ქონი, სტაფილო, ქინძი, ოხრახუში, კამა, ტკბილი წიწაკა, მარილი – გემოვნებით, 1 თავი ხახვი, დაფნის ფოთოლი, 0,5 ჭარხლის წვენი, 1,5 ლიტრი წყალი.

 

ძროხის ხორცს დავასხათ ჭარხლის წვენი და ცხელი წყალი და ვხარშოთ. ხორცი დავჭრათ, ბულიონი გავწუროთ. დაჭრილი პომიდორი მოვხრაკოთ ცხიმში და სახეხზე გავატაროთ. ჭარხალი დავჭრათ და წვრილად დაჭრილ ცხვრის ხორცთან ერთად მოვათავსოთ, დავასხათ ცოტა ბულიონი და მოვხრაკოთ, ჩავამატოთ ხახვი. შემდეგ ძროხის ხორცის მდუღარე ბულიონში ჩავაბრუნოთ ძროხის ხორცი, ჩავუშვათ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, კომბოსტო და 10 წუთი ვხარშოთ. შემდეგ ქვაბში მოვათავსოთ ცხვრის ხორცი და ჭარხალი, ხახვი, ტომატი, დაჭრილი ვაშლი, მოხარშული ლობიო, ღორის ქონი, წიწაკა, დაფნის ფოთოლი და ვხარშოთ კარტოფილის და კომბოსტოს მზადყოფნამდე. მომზადებულ კერძს თეფშზე შეგვიძლია მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და მივირთვათ არაჟანთან ერთად.
0

ავტორი: