17:54:08     12-06-2017
პაკისტანში ღვთისგმობი პოსტების გავრცელების გამო მამაკაცს სიკვდილი მიუსაჯეს
![a67613.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67613.jpg)
BBC-ის ინფორმაცით, პაკისტანში მამაკაცს ფეისბუქსტატუსის გამო სიკვდილი მიუსაჯეს. კერძოდ, დაკავებულებს ღვთისგმობი პოსტების გავრცელების გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
პაკისტანის მთავარი პროკურორის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს სოციალური ქსელის სტატუსის გამო სიკვდილით დასჯიან. უფლებადამცველებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა "გაუპატიურების" ტოლფასია.
კომპანია ფეისბუქს აღნიშულ საქმეზე კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.
0