16:04:08     12-06-2017
რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსი ნავალი დააკავეს
![a67596.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67596.jpg)
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, მოსკოვში დაგეგმილი არასანქცირებული პროტესტის გამო დააკავეს.
თუმცა აქციის მონაწილეების განცხადებით მათი გეგმები არ შეცვლილა და აუცილებლად გააგრძელებენ პროტესტს.
აქციის ფარგლებში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც დააკავეს. 10 ადამიანი დააკევეს ვლადივასტოკში, 6 ადამიანი ბლაგოვეშჩენსკში, ხოლო 4 ყაზანში.
ძირითადი აქციები სავარაუდოდ სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში იქნება.
საპროტესტო აქციები ემთხვევა რიგ ოფიციალური მოვლენებს, მათ შორის ფესტივალებს, კონცერტებსა და სამხედრო ქმედებებს, რომლებიც ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად მზადდება.
ანტიკორუფციული კამპანიის ლიდერი ალექსეი ნავალნი, დიდი ხანია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და რუსეთის ოპოზიციის ყველაზე გამოჩენილი სახეა.
შარშან მან განაცხადა, რომ 2018 წელს პრეზიდენტობისთვის აპირებს მზადებას ამისათვის კი მნიუშვნელოვანია საზოგადოების რეალური არჩევანი.
0