15:26:03     12-06-2017
რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციები დაიწყო
![a67588.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67588.jpg)
რუსეთში მომიტინგეები კორუფციის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ, აქციის ორგანიზატორი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდია“.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
მათ ტრანსფარანტები აქვთ გაშლილი წარწერით, - „რუსეთი კორუფციის გარეშე“, „სირცხვილია. აქცია მოსკოვის ცენტრშიც გაიმართა.
ალექსეი ნავალნიმ ჩამოაყალიბა ფონდი, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების საკითხს იძიებდა. ფონდმა რამდენიმე თვის წინ, კვლევის შედეგები რიცხვებში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
0