14:51:18     12-06-2017
მიხეილ მგალობლიშვილი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა
ჯგუფ „ბირჟა მაფიას “ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
ბრალდებულს მოსამართლის გადაწყვეტილებით, პასპორტის ჩაბარება დაევალა.
რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ მეორე პირს, გიორგი ქებურიას, მის საქმეზე სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
სავარაუდოდ, საპატიმროს ქებურიაც დატოვებს.
მთავარმა პროკურატურამ 11 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, ბრალდების მხარე თანახმაა „ბირჟა მაფიას“ დაკავებულ წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოთ.
0