14:38:47     12-06-2017
„მანქანაში მითხრეს, რომ ეს კლიპის გამო მოხდა“ - რა განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა?
„დაიწყეს ხელების გრეხვა. ამ დროს ჩემი შარვლის მარცხენა უკანა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ჩამსვეს მანქანაში“, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრმა მიხეილ მგალობლიშვილმა განაცხადა. მან დაკავების დეტალები გაიხსენა.
„მართლაც ჩამიდეს ნარკოტიკი. ჭიშკრიდან გამოვედი, მომიახლოვდა ორი ადამიანი, მკითხეს, ვინ ვიყავი. დაიწყეს ხელების გრეხვა. ამ დროს ჩემი შარვლის მარცხენა უკანა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ჩამსვეს მანქანაში. ჩხრეკისას, სხვა ნივთებთან ერთად, ეს ნარკოტიკიც ამოიღეს. ხელი მომაწერინეს დოკუმენტზე იმ რწმენით, თითქოს ეს იყო ყველაზე ადვილი გზა, რომ შეემსუბუქებინათ ჩემი მდგომარეობა და ლმობიერები ყოფილიყვნენ. მანქანაში მითხრეს, რომ ეს კლიპის გამო მოხდა. ვხდებოდი, რაში იყო საქმე. ვმუშაობ „მაესტროში“ ზამთრის შემდეგ. „დილის მაესტროში“ იყო ჩემი რუბრიკა და ახლა ვემზადები ინტერნეტგადაცემისათვის. შემდეგი კვირიდან უნდა გასულიყო ეთერში“, - განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა.
0
ავტორი: