ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს />


  12:59:54     12-06-2017

ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს

a67577.jpg

ლონდონში 3 ივნისს მომხდარ ტერაქტის საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი - 19 წლის მამაკაცი ბარკინგის რაიონში დააკავეს. მას ბრალად ედება ტერორისტული აქტის წაქეზება, მომზადება და შესრულება. ამის შესახებ განცხადებას ლონდონის პოლიცია ავრცელებს.

საერთო ჯამში, ტერაქტის შემდეგ სამართლდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს, რამდენიმე დღეში კი 14 გაათავისუფლეს. 

შეგახსენებთ, 3 ივნისს, ლონდონში ტერაქტი მოხდა. სამართალდამცავებმა სამი ტერორისტის ლიკვიდირება შეძლეს. აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა. 

ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

0

ავტორი: