აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენების თავდები პირების მოძებნა ვერ ხერხდება აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენების თავდები პირების მოძებნა ვერ ხერხდება />


  14:46:54     09-06-2017

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენების თავდები პირების მოძებნა ვერ ხერხდება

a67528.jpg

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენების თავდები პირების მოძებნა ვერ ხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებული ლევან მაყაშვილის ახლობლები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, მაყაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მან ქვეყნიდან გაუსვლელობის საბუთზე ხელის მოეწერაზეც უარი თქვა, რადგან რამდენიმე შეჯიბრში აპირებს მონაწილეობის მიღებას და ამ საბუთზე ხელის მოწერით შეერთებული შტატების დატოვებას ვეღარ შეძლებს.

"პრესა.ჯი" როგორც უკვე წერდა, ნიუ-იორკში დაკავებულ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრებს შორის 15 ქართველია, რომელთა შორის სპორტსმენებიც არიან. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გვარ-სახელებია ჩამოთვლილი. ესენი არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია. 

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, დატოვებენ თუ არა საპატიმროს დაკავებული ქართველი სპორტსმენები საპატიმროებს. 

0

ავტორი: