12:02:19     09-06-2017
ტერეზა მეი გადადგომას არ აპირებს
![a67507.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67507.jpg)
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად უმრავლესობა ვერ მოიპოვა, თუმცა ის ამ მიზეზით გადაგომას არ აპირებს.
ხმების დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კონსერვატიულ პარტიას უფრო ნაკლები ადგილი ექნება ახალი მოწვევის პარლამენტში, ვიდრე წინა პარლამენტში.
არჩევნების წინასწარი შედეგებია კი ასეთია: მმართველ კონსერვატიული პარტიას 650 ადგილიდან მან 315 ადგილი ექნება, ლეიბორისტბეს 261, შოტლანდიელ ნაციონალისტებს 35, ლიბერალ-დემოკრატებს კი 12. კონსერვატორებს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოსაპოვებლად , 326 ადგილი სჭირდებათ.
ლეიბორისტთა ლიდერმა ჯერემი კორბინმა ტერეზა მეის გადადგომისკენ მოუწოდა. კორბინმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებით ის კმაყოფილია.
„ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და მმართველ პარტიას ამ სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია“-განაცხადა ტერეზა მეიმ.
0