ბრიტანეთის არჩევნებში ტერეზა მეის კონსერვატიული პარტია ლიდერობს ბრიტანეთის არჩევნებში ტერეზა მეის კონსერვატიული პარტია ლიდერობს />


  10:28:54     09-06-2017

ბრიტანეთის არჩევნებში ტერეზა მეის კონსერვატიული პარტია ლიდერობს

a67496.jpg

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში ტერეზა მეის მმართველი კონსერვატიული პარტია ლიდერობს.  მათ 650-დან 309 ადგილი მიიღეს, რის გამოც აბსოლუტური უმრავლეობა ვერ მოიპოვეს. მეორე ადგილი  ლეიბორისტულმა პარტიამ  დაიკავა, მესამე კი ლიბერალ-დემოკრატების პარტიამ.

ოლქებში, გაიმარჯვეს ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა, „ლეიბორისტების პარტიის“ ლიდერმა ჯერემი კორბინმა. 

არჩევნებში აქტივობას 70%- შეადგენდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოქალაქეებს სიტყვით მიმართა, „ახლა ყველაზე მეტად ამ ქვეყანას სტაბილურობის პერიოდი სჭირდება და როგორც მონაცემები გვიჩვენებს, „კონსერვატიულმა პარტიამ“ ყველაზე მეტი ადგილი და, სავარაუდოდ, ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ჩვენ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ სტაბილურობის პერიოდი და სწორედ ამას გავაკეთებთ“.

0

ავტორი: