აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი პროკურატურისგან პასუხს ელოდებიან აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი პროკურატურისგან პასუხს ელოდებიან />


  09:06:53     09-06-2017

აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი პროკურატურისგან პასუხს ელოდებიან

a67493.jpg

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დღეს ელოდებიან.

საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა დღეს იწურება. ადვოკატის განცხადებით, თუ პასუხი მათთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნება, თავდაპირველად ზემდგომ პროკურორთან, შემდეგ კი, უკვე სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ოჯახი და ადვოკატი ასევე ელოდებიან უწყებიდან პასუხს, გადაიბარებს თუ არა საქმის გამოძიებას.

პარალელურად არასამთავრობოები კვლავ გეგმავენ მხარდამჭერი აქციების გამართვას. ასევე მოითხოვენ, რომ პარლამენტმა გააკონტროლოს გამოძიება.

0

ავტორი: