17:28:51     08-06-2017
"არსებობს ვარაუდი, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას მოხვდნენ რაღაც ოპერაციის დროს"
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში აყვანილ 15 ქართველს შორის ცნობილი სპორტსმენები, ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილიც არიან.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, მათ ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ, რომელიც მძიმე დანაშაულებით: მკვლელობებით, რეკეტით, ქურდობებით, თაღლითობებით იყო დაკავებული.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია საქართველოს მოქალაქეების სახელები და გვარები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.
ხურციძის მეგობრების თქმით, არის ვერსია, რომ "ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ.... ავთანდილ ხურციძე საქართველოდან გუშინ გაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე იმედი მაქვს, რომ უბრალოდ დამთხვევაა სახელისა და გვარის. ვვარაუდობთ, რომ ჩვენი დროით, ამ დილას ჩაფრინდებოდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უბრალოდ ემთხვევა სახელი და გვარი და მეტი არაფერი. ლევან მაყაშვილის შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ დანამდვილებით, ის არის თუ მისი სახელიც ემთხვევა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ავთოს პირადად ვიცნობ და ჩემთვის წარმოუდგენელია მისი კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან. არის ვერსიაც, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ. არაფერია გამორიცხული, იმედი ვიქონიოთ, რომ დღის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა სასიკეთოდ”, - აცხადებენ მეგობრები "იმედთან" საუბარში.
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
0