როგორ მიმდინარეობს არჩევნები დიდ ბრიტანეთში? როგორ მიმდინარეობს არჩევნები დიდ ბრიტანეთში? />


  17:10:25     08-06-2017

როგორ მიმდინარეობს არჩევნები დიდ ბრიტანეთში?

a67479.jpg

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები  დილის 07:00 სააათზე გაიხსნა. გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით 40 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი. საარჩევნო უბნები ლონდონის დროით 22:00 საათზე დაიხურება.

სამართალდამცავებს   გაზრდილი  აქვთ უსაფრთხოების ნორმები საარჩევნო უბნებზე,  მათ პატრულირებენ  შეიარაღებული ოფიცრები.

აღნიშნულმა არჩევნებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა მოიპოვა, ამის მიზეზი კი  დღის განმავლობაში სოციალურ  ქსელებში

გავრცელებული  8 ათასი ძაღლის ფოტო  გახდა, რომლებიც საკუთარ პატრონებს საარჩევნო ოლქებთან ელოდებიან- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის კანონმდებლობა მოქალაქეებს არ უკრძალავს ძაღლის შეყვანას საარჩევნო უბანზე, იმ შემთხვევაში თუ უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. თუმცა, მეპატრონეები შინაურ ცხოველს ძირითადად გარეთ ტოვებენ. 0

ავტორი: