ტერაბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა ტერაბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა />


  16:47:52     08-06-2017

ტერაბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

a67473.jpg

შემოსავლების სამსახურის 4 ათასამდე თანამშრომელი 3 წლის განმავლობაში ტერაბანკის მომსახურებით ისარგებლებს. ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმს ორგანიზაციებს შორის ხელი 8 ივნისს 12 საათზე მოეწერა. ტერაბანკის კომერციულმა დირექტორმა - ზურა აზარაშვილმა და შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - გიორგი გომარელმა შეხვედრა გამართეს და თანამშრომლობა ხელმოწერით დაადასტურეს.

სახელფასო პროექტი ბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის, გულისხმობს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას, როგორც -საბანკო საოპერაციო პროდუქტებზე, ასევე, საბანკო კრედიტებზე.

ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა 2010 წელს დაიწყო და როგორც მემურანდუმით დასტურდება, 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

0

ავტორი: